ლეონარდო დი კაპრიო და კელი რორბახი დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 12:16 | 09.10.2015
ნანახია: 2399

ლეონარდო დი კაპრიომ სავარაუდოდ დაოჯახება გადაწყვიტა. მსახიობი და მოდელი კელი რორბახი დაინიშნენ. მათი რომანი ოთხ თვეს გრძელდებოდა. გამოცემა OK Magazine წერს, რომ 40 წლის ლეონარდომ 25 წლის კელის ხელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მსახიობმა თავის რჩეულს წინადადება სპონტანურად შესთავაზა და უთხრა, რომ დარჩენილი ცხოვრების გატარება მის გვერდით სურდა.

დი კაპრიოსა და რორბახის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის ივლისში გახდა. კელი რორბახმა პოპულარობა ჟურნალ Sports Illustrated-თვის გადაღებული ფოტოებით მოიპოვა. მოდის სამყაროში მას გრძელი და ჩამოსხმული კიდურების გამო ”ფეხები” შეარქვეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე