ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 18:16 | 06.06.2016
ნანახია: 1350

სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააჟღერა.

აბაშიძის განცხადებით დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს გრიგორი კარასინთან პრაღაში აწარმოებდა.

„პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ საკითხს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით. სამი მოქალაქის გათავისუფლება მოხდა და ალბათ ივლისის თვეში კიდევ ერთი მოქალაქის გათავისუფლება მოხდება,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

უახლოეს მომავალში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე