ხვალ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე გადაერთვება

საქართველო, თბილისი - 17:57 | 06.06.2016
ნანახია: 3120

7 ივნისს, 16:00 საათზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაერთვება.

ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე