უბედური შემთხვევა თბილისში - ახალგაზრდა ქალს რამდენჯერმა ესროლეს

საქართველო, თბილისი - 17:52 | 06.06.2016
ნანახია: 1643

"ახალი სასტუმროს" თანამშრომელი ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ,,კურიერის“ ინფორმაციით, სროლას წინ კამათი და ჩხუბი უძღოდა.

მამაკაცმა ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა. დაშავებული უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე