უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ საფრანგეთში დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 06.06.2016
ნანახია: 1393

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საფრანგეთში, ევრო-2016-ის დროს დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნდან იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანა აღკვეთა.

უკრაინული სპეცსამსახურების ინფორმაციით, იარაღი და ასაფეთქებელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ტერაქტების სერიის განსახორციელებლად იყო განკუთვნილი.

გრიცაკის თქმით, დაკავებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელმაც უკრაინაში შეიძინა და ქვეყნიდან გატანას გეგმავდა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დიდი რაოდენობა.

კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მან შეიძინა კალაშნიკოვის ტიპის ხუთი ავტომატი, ორი ყუმბარმტყორცნი, 125 კილოგრამი ტროტილი და 100 დეტონატორი.

საფრანგეთის მოქალაქე "იაგოდინის" გამშვებ პუნქტზე ჯერ კიდევ 21 მაისს დააკავეს. ახლა ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისა და ამოღებული იარაღის ვიდეო წაუდგინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე