ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა პირველად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 06.06.2016
ნანახია: 1328

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში  არსებული  პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. გარდა ამისა, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა  ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ  ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2015 წელს განხორციელებული  მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე