გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:28 | 06.06.2016
ნანახია: 1432

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს ”აიფონ პლუსსა” და შპს ”ეფლსიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
”მათ შორის განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე