ყაზახეთში ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 06.06.2016
ნანახია: 1382

ყაზახეთის ქალაქ აკტობეში ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა შორის 11 თავდამსხმელია. სამი სამხედრო, იარაღის მაღაზიის ერთი გამყიდველი და ერთი მომხმარებელი, ასევე დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია 22 ადამიანი.

”რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ”ყაზახეთის განმათავისუფლებელმა არმიამ” აიღო.

უცნობ პირთა ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლება რელიგიურ რადიკალებს უწოდებს,  იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ბაზას თავს გუშინ დაესხა. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - წითელი დონეა გამოცხადებული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე