„Heat Batumi“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 12:45 | 06.06.2016
ნანახია: 1695

 6 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ფესტივალი „Heat Batumi“ ბრიტანული ბენდის, New York Brass Band-ისა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით გაიხსნება. ინგლისელი მუსიკოსები კონცერტებს, 3 დღის განმავლობაში, ქალაქის ქუჩებში გამართავენ .

 

"ჰით ბათუმი 2016" ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, 3 თვის განმავლობაში, 6 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ბათუმში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი და კულტურული ღონისძიება ჩატარდება.

 

 „Heat Batumi 2016” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

 

პროეტი „Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.

 

საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე