”მის ამერიკა” სამხედრო მოსამსახურე გახდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 06.06.2016
ნანახია: 1601

”მის ამერიკის” ტიტული პირველად სილამაზის კონკურსების ისტორიაში აშშ-ის არმიის ოფიცერს ერგო. სილამაზის 65-ე კონკურსის გამარჯვებული 26 წლის ვაშინგტონელი აფროამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დეშონა ბარბერი გახდა.

”სქესი არ ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს  ამერიკის შეერთებულ შტატებში”, - განაცხადა დეშონამ.

დეშონა ბარბერის თქმით, გამარჯვებას ის იმისთვისაც გამოიყენებს, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს ვეტერანების პრობლემებისადმი და დაეხმაროს საომარი მოქმედებების დროს დაჭრილ სამხედროებს.

როგორც გამარჯვებულმა განაცხადა, ის ხანგრძლივ შვებულებას აიღებს, რათა ყველა ის ვალდებულება შეასრულოს, რაც ”მის აშშ”-ის ტიტულის მფლობელს ევალება.

დეშონა ბარბერმა ვირჯინიის უნივერსიტეტი დაამთავრა ბიზნეს-მენეჯმენტის სპეციალობით, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა მამის კვალს გაყოლოდა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაეწერა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე