პუტკუნების კუნკურსზე საქართველოს სახელით იულია მორგუნოვა გამოვა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 06.06.2016
ნანახია: 5225

ლატვიის დედაქალაქ რიგაში სტარტს აიღებს ევროპაში პირველად პუტკუნა ქალბატონების სილამაზის კონკურსი “Top of the World 2016 Pluse Size”, რომელიც 5 – 10 ივნისს გაიმართება.

კონკურსზე 25 ქვეყნის ქალბატონი გამარჯვებისთის და გვირგვინის მოსაპოვებლად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსზე საქართველოს სახელით იულია მორგუნოვა წარსდგება.

მორგუნოვა პროფესიით დიზაინერია.

„ბევრი ქალბატონი, რომელსაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს, კომპლექსდება და იფუჭებს ცხოვრებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სილამაზის აღქმა უკვე გაცდა შაბლონებს და იმართება ისეთი კონკურსები, როგორიცაა გათხოვილი ქალბატონების, ბებიების, ქალბატონების დიდი ფორმებით და ა.შ. ეს კონკურსები ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზი და მიმზიდველია. შესაძლოა, ჩემს მიერ ამ კონკურსზე მონაწილეობით გადადგმული ნაბიჯი, სტიმული იყოს ჩვენი ქალაქის და საერთოდ ქვეყნის ქალბატონებისთვის, გათავისუფლდნენ ამ კომპლექსებისგან და მიხდვდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია. სილამაზის კანონები, ისევე როგორც მოდა, არ უნდა იქცეს რომელიმე ჩვენგანის ფანატიკურ მიდრეკილებად, მუდმივი დიეტებით ვიტანჯოთ თავი. ამას ჯობია შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც ვართ და ამ დროს აუცილებლად გამოჩნდება ის, ვისთვისაც ჩვენ ვიქნებით მისი სილამაზის კანონების დედოფალი", - განაცხადა იულია მორგუნოვამ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე