სასულიერო პირები, შეწუხებული მრევლი და სასაფლაოები - ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016" ჩაშალეს

საქართველო, თბილისი - 12:37 | 05.06.2016
ნანახია: 1583

ზაჰესიის ტერიტორიაზე 2 დღიანი საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016" გუშინ გვიან ღამით სასულიერო პირებმა ჩაშალეს. ფესტივალზე უკრაინელი, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

თვითმხილველების განცხადებით, ფესტივალის მიმდინარეობისას სავარაუდოდ სასულიერი პირებმა და მრევლმა დენი გამორთეს და კონცერტის მონაწილეებს უთხრეს ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ხმა ეკლესიის მრევს აწუხებდა და პარალელურად ფესტივალი საფლავებთან ახლოს იმართებოდა.

საპატრულო პოლიცამ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე