სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ ვენახების 100% გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 05.06.2016
ნანახია: 1581

ძლიერმა სეტყვამ კახეთის კიდევ 2 სოფელი დააზარალა. ბოდბესა და მაღაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბოდბეს მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვამ ვენახების თითქმის 100% გაანადგურა. გარდა ამისა დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.

რაც შეეხება სოფელ მარაღოს, იქ ძლიერ წვიმას და სეტყვას ქარიშხალიც დაემატა და მეურნეობის ტერიტორიაზე რამდენიმეწლოვანი ნაძვები დაამტვრია.

დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ბანკიდან სესხი აქვთ აღებული და სტიქიის შედეგეად მიყენებული ზარალი კრედიტების გადახდის ერთადერთ საშუალებას უკარგავს. ვალის რესტრუქტურიზაციასთან ერთად ისინი კომპენსაციასაც ითხოვენ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე