რას სთავაზობს თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

საქართველო, თბილისი - 10:19 | 05.06.2016
ნანახია: 1368

ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ბიძინა ივანიშვილს ახალი ფორმატი, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. 
”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა, რჩება ”ტაბულა”.
ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.
შესაბამისად:
1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი - გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.
2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" - რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.
3. ”რუსთავი 2-ის” პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც, კალაძის რომელიმე მოჭიდავე).
4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.
5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით. მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა”, - წერს ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე