„ირინეს ბედნიერება“ პრემიერა თავისუფალ თეატრში

საქართველო, თბილისი - 13:56 | 04.06.2016
ნანახია: 1983

6 ივნისს, 19 საათზე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით „თავისუფალი თეატრი“ წარმოგიდგენთ პრემიერას სპექტაკლისა „ირინეს ბედნიერება“, რომელსაც საფუძვლად ედება დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოები. თავისუფალი თეატრის ვერსიაში მოქმედება ხდება საქართველოში დღევანდელ დღეს, სურათი სოფლის ცხოვრებიდან, თანამედროვე თბილისურ ღამის კლუბში ინაცვლებს. მუსიკის რითმს აყოლილი მანკიერება, სისასტიკე, ვნება, კომპლექსი. კლუბის მეპატრონის ქალიშვილი ირინე დილემის წინაშე დგას, მის წინაშე კი ეგოდაუკმაყოფილებელი საზოგადოება. მანქანა  ,,პროვინცია’’ დაიძრა… ღამე მშვიდობისა ირინე.

 დამდგმელი რეჟისორი : ნიკა ჩიკვაიძე

 მხატვარი: ტატო გელიაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: ტატო გელიაშვილი

ტექნიკური რეჟისორი : თათული ზალიკაშვილი

ქორეოგრაფი: ტატო გელიაშვილი

მთავარ როლებში:  თათა თავდიშვილი, ბექა ბელქანია, თამუნა ნიკოლაძე, არჩილ ბარათაშვილი, ტატო გელიაშვილი, მიხეილ გავაშელი, ანა ჭიღლაძე, თამარ ხუჭუა

ოთო ლასხიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ნინი სირაძე, ნინო გორგასლიძე, ნინო ერქომაიშვილი, მარეხი ბლიაძე, გიორგი ედიშერაშვილი, გიორგი ზვიადაძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე