სამართლდამცველებმა ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 04.06.2016
ნანახია: 1303

 შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს

მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის

3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე