სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 03.06.2016
ნანახია: 2212

კახეთში დღეს მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სეტყვამ , რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფლებში - საბუე, შილდასა და ალმატში მოსავლის თითქმის 50% გაანადგურა. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და მისი წარმომადგენლები ამ წუთებში სეტყვისაგან დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე