ბორჯომის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 18:01 | 03.06.2016
ნანახია: 1552

4 ივნისიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეეძლებათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალს ბორჯომში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისათვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხისმომსახურებას შესთავაზებს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროსა დაკომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი.

ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება. ოფიციალურ სტუმრებთანერთად ცერემონიალზე დასწრება ყველა ბორჯომელსა და ქალაქის სტუმარს შეუძლია. დღესასწაულში მონაწილეობისმსურველთ შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა ელით: მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით მოირთვება,დაგეგმილია კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა" და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; გაიმართებასპეციალური ღონისძიებები ბავშვებისათვის. საღამოს ულამაზესი ფოიერვერკი დაასრულებს.

ბორჯომის იუსტიციის სახლის 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთანმდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა" განახორციელა.

ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვეაშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლები.  მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში − ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში.  

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა დაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე