საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 17:34 | 03.06.2016
ნანახია: 1878

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2016 წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში - ივლისში.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.

რეგისტრაცია შეწყდება 29 ივნისს, 24:00 საათზე.                                                          

მერია საზაფხულო ბაღების ჩამონათვალს აქვეყნებს:

გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;

დიდუბე: №15, №23, №92;

ვაკე: №1, №27, №75, №142;

ისანი: №17, №29, №26, №182, №215;

კრწანისი: №51, №206;

მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;

ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე