კორცხელის ინციდენტში მონაწილეებს 7 ათას ლარიანი გირაო დაეკისრათ

საქართველო, თბილისი - 16:35 | 03.06.2016
ნანახია: 1446

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტში მონაწილეებს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს 7 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა, ერთს - 10 ათას ლარიანი.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების შესახებ დღეს იმსჯელა.

ადვოკატი ითხოვდა, რომ ბრალდებულები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყვნენ.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ინციდენტში მონაწილე პირებიდან ორი ადრეც იყო ნასამართლევი. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე