ლიბიის სანაპიროზე 85 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 03.06.2016
ნანახია: 1511

ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ზღვამ 85 მიგრანტის ცხედარი გამორიყა. როგორც Deutsche Welle წერს,  ამის შესახებ წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ორგანიზაციაში ვერ აზუსტებენ, როდის განიცადა ხომალდმა კატასტროფა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ცხედრები უკვე ნახევრად გახრწნილი იყო. სავარაუდოდ ხომალდს მიგრანტები ევროპაში სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან მიჰყავდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლიბიიდან იტალიისკენ ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას სხვადასხვა მონაცემით 700-დან 900-მდე მიგრანტი დაიღუპა. ამასთან 14 000 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე