პარიზში მდინარე სენას დონემ ბოლო 34 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 11:07 | 03.06.2016
ნანახია: 1389

პარიზში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე სენას დონე ბოლო 34 წლის განმავლობაში  რეკორდულ მაჩვენებლამდე - 5,55 მეტრამდე გაიზარდა.

დატბორილია მდინარის ქვედა სანაპირო, სადაც მანამდე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ და დასასვენებელი პარკები იყო. პარიზის ცენტრალურ ნაწილში შეწყვეტილია მატარებლების მოძრაობა.

ლუვრისა და ორსეის მუზეუმები დამთავლიერებლებისთვის დაიხურა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით სენასა და მარნას დეპარტამენტებში საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, მდინარე სენას დონე უახლოეს საათებში კიდევ გაიზრდება და დღის მეორე ნახევარში 6 მეტრს მიაღწევს.

სპეციალისტების განცხადებით, პარიზში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, აღსანიშნავია, რომ სენაში წყლის დონემ 1982 წელს 6, 15 მ-ს, რეკორდულ ნიშნულს კი 1910 წელს - 8,62 მეტრს მიაღწია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე