დღეს რუსთავი2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 09:45 | 03.06.2016
ნანახია: 1425

დღეს, 3 ივნისს, 14:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება.

პროცესზე კოლეგია  ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციას მოისმენს.

წინა სხდომაზე, რომელიც 31 მაისს გაიმართა, კოლეგიას საკუთარი არგუმენტები რუსთავი2-ის, ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს წარმომადგენლებმა გააცნეს.

ამავდროულად, 1-ელ ივნისს, რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, კოლეგიის მოსამართლის ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ მან კოლეგიის შემადგენლობა დატოვოს.

ნიკოლოზ გვარამიას საპასუხოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ მოსამართლე გუჯაბიძეს თავისი საქმიანობისას არანაირი გადაცდომა არ ჰქონია. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე