გორში „გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი" „კომედიის ფესტივალს" წელსაც უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 09:33 | 03.06.2016
ნანახია: 1301

„დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში" - ამ სლოგანით კომედიის ფესტივალი გორში მესამედ იმართება. ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი, 5 ივნისს საზეიმოდ გახსნის სპექტაკლით „შეცდომათა კომედია" და 23 ივნისს დაიხურება, დათო ევგენიძის საქველმოქმედო კონცერტით.

წელს „კომედიის ფესტივალი" უკვე საერთაშორისო გახდა. მასში 20 ქართული პროფესიული თეატრის დასთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და ბულგარეთის თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალს დააკვირდება პროფესიული ჟიურის სამ-სამ კაციანი 5 ჯგუფი. თეატრმცოდნეები მორიგეობით იმუშავებენ და ყოველი დღის ბოლოს გაარჩევენ ნანახ სპექტაკლს.

„კომედიის ფესტივალის" მიზანია ნაომარ ქალაქში ხალისის დაბრუნება. მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს და გაეცნოს მოცემულ ჟანრში 23 სხვადასხვა ტრადიციის და ხელწერის მქონე თეატრალური დასის ნამუშევარს. პროექტს ახორციელებს ფონდი  „REG ART".

ფესტივალი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით.

პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

სპონსორები: ლიბერთი ბანკი; ADwise ჯგუფი; BIZART; ლიმონათი ნატახტარი; ლუდი ნატახტარი.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერია ტელეკომპანია „იბერია".





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე