ლეგენდარული Âme-ს ივენთზე Gem-fest-ის მულტიპასები გაიცემა

საქართველო, თბილისი - 09:28 | 03.06.2016
ნანახია: 2229

GemFest-ის კიდევ ერთი საჩუქარიმხოლოდ მათთვის, ვისაც ფესტივალის ბილეთი აქვს. 10 ივნისს, მე-5 პავილიონში, GemFest-ის ოფიციალურ პრე-ფართიზე, ლეგენდად ქცეული Âme დაუკრავს.

Âme-სივენთის მოსაწვევებს, მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც GemFest-ის ბილეთი აქვს შეძენილი. GemFest-ის პრეფართიზე, ფესტივალზე დასასწრები მულტიპასებიც გაიცემა. ვისაც სურს, რომ ანაკლიაში, დამღლელი რიგი თავიდან აიცილოს, 10 ივნისს, 20:00 საათზე, Âme-ს ივენთზე შეძლებთ, GemFest-ის ბილეთი ფესტივალის მულტიპასში გადაცვალოთ.

Âme ორი გერმანელი მუსიკოსის,Kristian Beyer-ის და Frank Wiedemann-ის მუსიკალური პროექტია , რომელიც 2003 წელს შეიქმნა.მათი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2005 წლის რელიზს,Rej EP-ს უკავშირდება.ამავე წელს,ცნობილ გერმანელ დიჯეისთან,Dixon-თან ერთად Âme-მ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაუს პლატფორმა, Innervisions დააფუძნა. ლეიბლი მალე ისეთი არტისტების მასპინძელი გახდა, როგორებიც არიან Recondite, Henrik Schwarz, Marcus Worgull, Agoria და ა.შ. Âme-ს ლაივ პერფორმანსების ხარისხი Resident Advisor-ის მკითხველის რეიტინგშიც აისახა,რომლის მიხედვითაც გერმანული პროექტი უკვე სამი წელია (2013, 2014 , 2015) წლის საუკეთესო ლაივების სამეულში ხვდება.Resident Advisor-ის რეიტინგის მიხედვით,ისინი ასევე არ თმობენ პოზიციებს საუკეთესო დიჯეების ათეულში.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი,უფასოდ დაესწროთ 21 ივლისს, ბათუმში “ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე”, THE PRODIGY-ს კონცერტსდა Âme/Gem-fest პრე-ფართის, 10 ივნისს, მე-5 პავილიონში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე