ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაში ფეხშიშველი დადის

საქართველო, თბილისი - 15:25 | 02.06.2016
ნანახია: 1734

უკრაინელი სამხედრო მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაშიც ფეხშიშველი დადის. რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული სავჩენკო სამშობლოში დაბრუნებისთანავე, აეროპორტშიც ფეხშიშველი იხილა მსოფლიომ.

თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, უფრო აქტიური გამოხმაურება რადაში მის ფეხშიშველად გამოჩენას მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ეს თემა ძალიან აქტუალურია. როგორც უკრაინული მედია წერს, სავჩენკოს ასეთი საქციელით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან რუსეთის მოქალაქეები

უმაღლესი რადას წევრი ნადეჟდა სავჩენკო დეპუტატის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე კვირიდან შეუდგა. მან საზოგადოებას უკვე დაამახსოვრა თავი რადაში ხმამაღალი გამოსვლითაც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე