გერმანიის პარლამენტმა სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 02.06.2016
ნანახია: 1538

გერმანიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში  სომხების წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ მკლვლელობის ფაქტებს გენოციდად აღიარებს.

რეზოლუციას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

”ოსმალეთის იმპერიაში სომხების განადგურება პირველი მსოფლიო ომის დროს უდიდესი კატასტროფა იყო, რომელმაც დიდი კვალი დატოვა სომეხი ხალხის ათასწლოვან ისტორიაში”,- ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში

თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ ბუნდეტასგის მიერ გენოციდის აღიარება ორი ქვეყნის ურთიერთობას გაართულებს. გამოცემა Tagesspiegel-ის ცნობით, შესაძლოა, ანკარამ ბერლინიდან თურქეთის ელჩი გაიწვიოს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე