ხელვაჩაურში 5 საბავშვო ბაღი შენდება (video)

საქართველო, თბილისი - 14:23 | 02.06.2016
ნანახია: 1304

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ხელვაჩაურის  კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციარამდენიმე კვირის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.  ამჟამად მიმდინარეობს შენობაზე ძველისახურავის დემონტაჟი და  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

კულტურის ცენტრის მონახულების შემდეგ არჩილ ხაბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთანერთად ახალსოფლის ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ბაღის ახალაშენებული ორსართულიანიკაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია   ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგითა დაწყალმომარაგებით. სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელიაღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის.    სამუშაოები დასრულებულია დამიმდინარეობს ინვენტარიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. 

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ  9 ბაღი ფუნქციონირებდა.  3 წლისმანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 5 საბავშვო ბაღი აშენდა და  4  ბაღს  ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

„აჭარაში 2013-24-15- წლებში აშენდა 35 საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 52 ბაღს,მიმდინარეობს17 ბაღის მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს,ამჟამად საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს  ოთხ სოფელში : ფერიაში, მახინჯაურში, კირნათში დაქედქედში" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ

 

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე