წყალდიდობა გერმანიასა და საფრანგეთში - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:27 | 02.06.2016
ნანახია: 1592

ხუთი ადამიანი დაიღუპა გერმანიასა და საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად.

გერმანიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ქალაქ ზიმბახამინში ოთხ ცხედარს მიაკვლიეს, საფრანგეთში კი სტიქიას ერთი ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა.

რეგიონში დატბორილია  ქალაქები, მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით ხორციელდება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში წყალი კიდევ მოიმატებს. სტიქიით მიყენებული ზიანი ჯერ შეფასებული არ არის, თუმცა უკვე ცხადია, რომ ის მნიშვნელოვნად დიდი იქნება.

ყველაზე მეტად ბავარიის რაიონი დაზარალადა. ბევრ ქალაქში წლის დონე რამდენიმე მეტრს აღწევს.

წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმები გახდა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე