კომპანია ,,ზედაზენმა’’ 80 - ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახის პატარას უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 02.06.2016
ნანახია: 1396

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’  ორგანიზაცია  ,,გენი ქართულის’’  80 - ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახის პატარას უმასპინძლა.

პრემიუმ ლუდის პრემიუმ მწარმოებელმა ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’, ერთი დღით ლუდის წარმოება შეწყვიტა და მთელი დღე  ბავშვებს მიუძღვნა.

სტუმრად მოსული პატარებისთვის მოეწყო სპეციალური ინფო ტური, ბავშვები უშუალოდ გაეცნენ წარმოების პროცესებს და  ნახეს როგორი სტანდარტებით იქმნება მათი საყვარელი გამაგრილებელი სასმელები.

,,მინდა ყველა ბავშვს, მთელს მსოფლიოში, მშვიდობიან ქვეყანაში და ბედნიერ ოჯახებში ცხოვრებას ვუსურვო. 
ყველა ბავშვს საქართველოში, რომელიც რაღაც მიზეზების გამო თავისი წინაპარის მიწა-წყალს მოწყვეტილია, ვუსურვებ მამა-პაპისეულ კერას ღირსეულად დაბრუნებოდნენ. მე კი მიგულეთ თქვენს მეგობრად, პარტნიორად და მხარდამჭერად.’’- განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა, რომელმაც პირადად უმასპინძლა პატარებს.

ღონისძიების ფარგლებში, მცხეთა - მთიანეთსა და თბილისში, 70 - მდე ბავშვთა სახლსა და საბავშვო ბაღს, 15 000 ბოთლზე მეტი ლიმონათი დაურიგდა საჩუქრად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე