გერმანიის პარლამენტი სომხების მასობრივი მკვლელობის ფაქტისთვის გენოციდის სტატუსის მინიჭებას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 02.06.2016
ნანახია: 3386

გერმანიის პარლამენტი დღეს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობის ფაქტისთვის გენოციდის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.

ინიციატივას გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ანგელა მერკელის პარტიაც უჭერს მხარს.

თურქეთი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე იმოქმედებს. თურქეთის პრემიერმა გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა ოსმალეთის ომპერიაში 1915 წელს სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა. ბინალი ილდიმირის განცხადებით, ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში გერმანიის და თურქეთის ურთიერთობა გართულდება. ”ეს გარდაუვალია, თუმცა ჩვენ ეს არ გვსურს”, -აღნიშნა პერმიერმა და იემდი გამოთქვა, რომ ბუნდესტაგი გაითვალისწინებს 3,5 მლნ ეთნიკური  თურქის აზრს, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი უკვე შედგა ანგელა მერკელსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს პარლამენტის გეგმებისადმი გონიერი მიდგომა ურჩია.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს და ამტკიცებს, რომ 1915 წელს ტრაგედიის მსხვერპლი სომხებთან ერთად თურქებიც იყვნენ. გენოციდის ფაქტი რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ევროპარლამენტმა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც აღიარა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე