პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება შსს-ში დილის 11 საათიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 10:02 | 02.06.2016
ნანახია: 1158

დღეს პოლიციელის დღეა - პროფესიულ დღესასწაულს სამართალდამცველებს ხელისუფლების პირველი პირები მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დილის 11 საათიდან დაიწყება.

ცერემონიას პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით აკრძალულია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე