პაკისტანში შტორმს 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 02.06.2016
ნანახია: 1306

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა პაკისტანში ძლიერი შტორმისას. მანამდე ადგილობრივი მედია 9 დაღუპულისა და 100 დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა.

ძლიერი ქარიშხალი თავს დაატყდა პაკისტანის დედაქალაქს ისლამაბადს, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 102 კი დაშავდა. სტიქიამ ასევე მოიცვა ჰაიბერ-პაჰთუნჰვას პროვინციაც.

მსხვერპლთა უმეტესობა, შენობების ჩამონგრევის, ხეებისა და სარეკლამო ბანერების წაქცევის შედეგად დაიღუპა.

ამის გარდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ისლამაბადის აეროპორტში ყველა საერთაშორისო რეისი გადაიდო. თუმცა დღეს დილიდან აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე