ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის საცხოვრებელში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 02.06.2016
ნანახია: 1511

ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის საცხოვრებელში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბეკმა  CNN-ს განუცხადა, უცნობმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის სტუდენტურ ქალაქს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. ბეკის განცხადებით, პოლიცია ადგენს, მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირებიც აღნიშნულ ინციდენტში. სამართლადამცველების თქმით, სტუდენტური საცხოვრებელი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

ორივე გარდაცვლილი მამაკაცია. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე