უფლებადამცველები: საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს სირიაში 15 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 01.06.2016
ნანახია: 1337

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სულ მცირე 15 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა საერთაშორისო კოალიციის დაბომბვისას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონებში.

ცენტრის ინფორმაციით, ავიაიერიშები ქალაქ მანბიჯთან განხორციელდა.

დილით სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ აშშ-ის სცეპრაზმის დახმარებით ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მანბიჯთან.

ოპერაციის მთავარ მიზანს თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე რადიკალების ლიკვიდაცია წარმოადგენს. ვაშინგტონის ინფორმაციით, ჰაერიდან მათ დახმარებას უწევს აშშ-ის სამხედრო ავიაცია და კონტრტერორისტული კოალიციის სხვა მონაწილეთა თვითმფრინავები. ამერიკული მხარის განცხადებით თურქეთი მის საზღვრებთან საომარ მოქმედებებს დათანხმდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე