აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდებათ

საქართველო, თბილისი - 13:34 | 01.06.2016
ნანახია: 1257

„ბავშვთა საერთაშორისო დღის „ აღსანიშნავად,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს  კლინიკა „ენმედიცთან“ თანამშრომლობით ჩაუტარებს.
უფასო სამედიცინო გასინჯვები აფხაზეთიდან დევნილებისათვის,თბილისში და ასევე რეგიონებში რეგულარულად ტარდება, როგორც სამინისტროში იუწყებიან პროფილაქტიკური გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 4 თვის  მონაცებებით, მთელს საქართველოში გასინჯული იქნა 800-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარი.
ამჯერად უფასო გასინჯვები დევნილ ბავშვებს კლინიკა „ენმედიცში“ 2 ივნისს ჩააუტარდებათ. ექიმების შემადგენლობაში იქნებიან:პედიატრი,ენდოკრინოლოგი.

საჭიროების მიხედვით სხვა ვიწრო სპეციალისტები(კარდიოლოგი,ნერვოლოგი,ოტოლარინგოლოგი,ექოსკოპიური გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევა TSH)
მისამართი:თბილისი, არაყიშვილის №2  11 საათიდან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე