ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეებმა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზოოპარკში აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 01.06.2016
ნანახია: 1503

გადაცემა ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეებმა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზოოპარკში აღნიშნეს.

„თბილისი მიკროავტობუსმა“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ზოოპარკში საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეებიც იყნენ, მათ აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და ნამუშევრები შეიძინეს. კომპანიამ აქციაში მონაწილე მე-200 სკოლა-პანსიონის ყველა აღსაზრდელი დაასაჩუქრა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვებმა ზოოპარკი დაათვალიერეს და ატრაქციონებზე მოილხინეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე