1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 09:39 | 01.06.2016
ნანახია: 1432

დღეს, 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.

1950 წლის 1 ივნისს კი ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე