გიორგი მარგველაშვილი: როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ისე დაინგრევა ეს საოკუპაციო კედელიც

საქართველო, თბილისი - 14:52 | 31.05.2016
ნანახია: 1370

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ანდრეი კისკას  ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართებისმიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის პრეზიდენტს, იმისთვის რომ მობრძანდა აქ და თავისი თვალით ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რაც ხდება საქართველოს მიწაზე და რომელსაცოკუპანტები ახორციელებენ.

ისევე, როგორც დაინგრა სხვა კედლები ევროპაში, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ბუნებრივია, ეს კედელიც დაინგრევა და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ  ჩვენს მოქალაქეებს, იქნებიან ისინიეთნიკურად ქართველები თუ ოსები, დავეხმაროთ, გავუწოდოთ მეგობრობის ხელი და გადავუწყვიტოთ ის პრობლემები რაც აქვთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთანსაუბრისას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე