"არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა" - მამუკა ღლონტი ჟურნალისტებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 31.05.2016
ნანახია: 1587

"მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე, მამუკა ღლონტი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს: გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან!
მამუკა ღლონტი და ეკა აკობია", - წერს მამუკა ღლონტი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე