ცინცინატის ზოოპარკის დირექტორი გორილას მოკვლას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:19 | 31.05.2016
ნანახია: 1560

ამერიკის ოჰაიოს შტატის ცინცინატის ზოოპარკის დირექტორი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს გორილას მოკვლას, რომელმაც ვოლიერში ჩავარდნილი ბავშვი დაიჭირა.

”ჩვენ ახლაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდით”, -აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა თეინ მეინარდმა. მისი განმარტებით, 4 წლის ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ”მამრი გორილა ძალიან გაღიზიანებული იყო და მისი საქციელი  -არაპროგნიზირებადი”, -აღნიშნა მეინარდმა. დირექტორის თქით, ბავშვის ვოლიერში გადავრდანა მისი მშობლების დაუდევრობას  არ ამტკიცებს. ”ადამიანებს შეუძლიათ ბარეირებზე გადაძვრნენ, რაც მოხდა კიდეც”. მისივე თქმით, ღობის სიმაღლე ”ადეკვატური” იყო. თუმცა დაამატა რომ ახლო მომავალში ბარიერს უფრო აამაღლებენ.

28 მაისს ცინცინატის ზოოპარკის თანმშრომლებმა გორილა მას შემდეგ მოკლეს,რაც მის ვოლიერში ოთხი წლის ბავშვი სამი მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. 17 წლის გორილამ სახელად ხარამბემ ბავშვი დაიჭირა და 10 წუთის განმავლობაში აქეთ-იქით დაატარებდა.

დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გორილას მოკვლამ მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ინტერმეტმომხმარებლები მშობლების დასჯასაც კი მოითხოვდნენ, რომლებმაც მათი აზრით, შვილი უყურადღებოდ დატოვეს.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე