Express Bank-მა ორი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 31.05.2016
ნანახია: 1055

 

Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ით ისარგებლებს, ქალაქ ოზურგეთში ე.თაყაიშვილის ქუჩაზე და თბილისში სულხან ცინცაძის 37 ნომერში.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 117 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე