სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კვლევა თაფლისყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე ტარდება

საქართველო, თბილისი - 12:34 | 31.05.2016
ნანახია: 1264

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კვლევას სრული სპექტრით ახორციელებს.პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე  კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით.

2016 წლისმარტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალს  თაფლის უვნებლობის მაჩვენებელზე კვლევის 13 პარამეტრი დაემატა.მათ შორის, კვლევები ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფზე, მძიმე მეტალებისა და რადიონუკლიდების ჯგუფზე. აქტიურად მიმდინარეობს ანტიბიოტიკების  ჯგუფზე კვლევის  პარამეტრების დანერგვაც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემუშავებულია გეგმა, რომლის საფუძველზეც სააკრედიტაციო ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება.

ლაბორატორიისთანამშრომლებსახალიმეთოდებისდანერგვისპროცესშიდახმარებასსაერთაშორისოექსპერტები და ლატვიისსურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიის სპეციალისტები უწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ მინიჭებულ საერთაშორისო აკრედიტაციას, ISO 17025 ფლობს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არამარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში ფუტკრის განმიღებული პროდუქტის ხარიხსობრივ მახასიათებლებზე გამოკვლევას თაფლის ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. მიმდინარე წლის ივნისიდან, სურსათის კვლევა უვნებლობის აუცილებელ პარამეტრებზე სავალდებულო გახდება. აუცილებელი პარამეტრების ჩამონათვალიდან, გარკვეულ ნაწილზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გამოკვლევას უკვე ახორციელებს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის/შემოწმების სისტემა აღიარა, საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში მოხვდება და ადგილობრივ მეწარმეებს უფლება მიეცემათ ქართული თაფლი ექსპორტზეევრო კავშირში გაიტანონ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე