ავღანეთში თალიბებმა ავტობუსის 16 მგზავრი სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 31.05.2016
ნანახია: 1340

მოძრაობა ”თალიბანის” მებრძოლებმა კუნდუზის პროვინციაში სამი ავტობუსის 16 მგზავრი მოკლეს. 30-მდე კი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფრანს პრესი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”თალიბებმა 16 მგზავრი მოკლეს და კიდევ 30 მძევლად აიყვანეს”, - ციტირებს სააგენტო კუნდუზის პროვინციის პრეს-მდივნის სიტყვებს. როგორც პრანს პრესი წერს, პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ანგარიშსწორების მსხვერპლთა რაოდენობა 17-ს აღწევს.

რადიკალური ისლამური დაჯგუფება ”თალიბანის” რიგებში 40-60 ათასი მებრძოლია გაწევრიანებული. მოძრაობამ ავღანეთში ნატოს საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ თავის გავლენის სფერო გააფართოვა. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვითარება გამწვავდა.



 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე