ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 31.05.2016
ნანახია: 2412

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ხიდის სიგრძე 393 მეტრს შეადგენს, ის დედამიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზეა აგებული. ხიდზე ერთდროულად 800 დამთვალიერებლის ყოფნაა დასაშვები.

გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩჟანცზიაცზის ეროვნულ პარკში  შენდებოდა  ხიდი  და დამთვალიერებლებისთვის 2016 წლის 1 მაისს გაიხსნებოდა. თუმცა მშენებლობის პროცესი გაჭიანურდა. სავარაუდოდ ხიდი ივლისში გაიხსნება, რადგან რეგიონში ხანგრძლივი წვიმების პერიოდი დაიწყო.

შუშის ხიდმა უსაფრთხოების მიზნით  100-მდე გამოცდა გაიარა, რათა სპეციალისტები დარწმუნებლიყვნენ, რომ კონსტრუქცია ერთდროულად 800 ადამიანის სიმძიმეს გაუძლებდა. ამის გარდა ხიდმა დამატებითი ტესტებიც გაირა ტემპერატურის ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეროვნული პარკი დამთავლიერებლებს ბუნების საოცარი ხედებით იზიდავს, სწორედ ეს ულამაზესი ხედები ჩანს ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს კემერონის ფილმში ”ავატარი”.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე