ერაყში ქალაქ ფალუჯასთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება - არმიამ ათობით ტერორისტი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 31.05.2016
ნანახია: 1378

ერაყის უშიშროების ძალებმა, რომლებიც ”ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებისგან ქალაქ ფალუჯას გათავისუფლებაში მონაწილეობენ, ექსტრემისტების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის ხლემძღვანელმა აბდელ საიდმა მედიას განუცხადა, ლიკვიდირებულია 75 ტერორისტი.

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა შეირაღებული ძალების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა განახორციელეს.

”არმიას,რომელსაც ჰაერიდან დახმარებას უწევდა სამხედრო ავიაცია, შეძლო შეტევის მოგერიება და 75 ექსტრემისტის განადგურება”, -აღნიშნა საიდმა.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის ფალუჯას გათავისუფლებისათვის სრულმასშტაბიანი ოპერაცია  ერაყის არმიამ გუშინ დილით დაიწყო. ჯარს დახმარებას ჰაერიდან უწევს სამხედრო ავიაცია და საერთაშორისო კოალიცია.

პენტაგონის განცხადებით ქალაქში დარჩენილია 50 ათასამდე მშვიდობიანი მცხოვრები. მათ თვითმფრინავებიდან ფურცლებს აწვდიან, სადაც ევაკუაციის გზა არის დახაზული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე