საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 31.05.2016
ნანახია: 1171

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქმიუნჰენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანსავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ.

ვიზიტიქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებშიხორციელდება. ქართული დელეგაციის წევრები მიუნხენში, რეციკლირებისა და ნარჩენების მართვის გერმანული საექსპორტო ქსელის (German RETech Partnership) წარმომადგენლებს შეხვდნენ. RETech - ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ბიო გამოშრობის უმაღლესი დონის ტექნოლოგიასაც გაეცნო, რომლის მეშვეობითაც მყარი მუნიციპალური ნარჩენი შესაძლებელია მშრალ, თითქმის უსუნო მასად და მყარ საწვავადაც გარდაიქმნას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე