ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 31.05.2016
ნანახია: 1630

ქართველმა სამხედროებმა პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. კაპრალი თემურ დადიანი და მასტერ-სერჟანტი აბესალომ ბუკია საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.

პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა. თემურ დადიანმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩატარებული რვა შეხვედრიდან ექვსი მოიგო. იგი ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ მეტოქესთან დამარცხდა და პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა. რუმინეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 24 წლის დადიანმა ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო.

მასტერ-სერჟანტ აბესალომ ბუკიას ჩემპიონატში საკუთარ წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ასპარეზობის შედეგად მასაც ვერცხლის მედალი ერგო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე