სროლა აბაშიძის ქუჩაზე და რუსულ სიმღერაზე აცეკვებული ქართველი ვაჟკაცები (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:47 | 31.05.2016
ნანახია: 2118

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, მარტში  მომხდარი ინცინდენტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას არ გაუვრცელებია. ”ჯი-ეიჩ-ენი” გთავაზობთ ვოდეოს, რომელშიც ასახულია აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტი.

თვითმხილველებმა, რომლემაც ”ჯი-ეიჩ-ენს” ვიდეო მიაწოდეს, განუმარტეს, რომ  ინციდენტში მონაწილეობს შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის მძღოლი. ”სწორედ ეს პირი ახორციელებს გასროლას”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” პირმა, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა ინცინდენტის ადგილას.

”ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, რომ მათთვის აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ ცნობილია.

”არჩილ თალაკვაძის მძღოლი, რომელიც 2013 წლიდან დღემდე ემსახურება მას, არანაირი ინციდენტის მონაწილე არ ყოფილა. იგი არის 50 წლამდე ასაკის პროფესიონალი, რომელსაც კანონი არასდროს დაურღვევია”, - განუცხადეს ”ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში.

ამავდროულად, შსს-ში განმარტეს, რომ მოხდართან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკლევა: ”ინცინტენტში მონაწილებდა ლოჯისტიკის სამსახურის მორიგე მძღოლი, რომელიც დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სამსახურიდან”.

ჯი-ეიჩ-ენისთვის, ასევე ცნობილი ხდება, რომ საქმე გადაეცა პროკურატურას. 

იხილეთ ვიდეო: http://eng.ghn.ge/news-10903.html 





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე