პოლონეთში ნატო ჯარების რაოდენობას გაზრდის

საქართველო, თბილისი - 10:13 | 31.05.2016
ნანახია: 1372

ნატოს გენერალური მდივანნა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში ვიზიტისას ალიანსის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ყურადღება გამახვილებული.

სტოლტენბერგმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთში ალიანსი ჯარების რაოდენობას გაზრდის.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი გარდამტეხი გახდება და მასზე მიიღებენ გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ფრონტზე ნატოს ძალების გაფართოების შესახებ.

”ეს არ იქნება ”კლასიკური ბაზები”, თუმცა იქნება მუდმივი საერთაშორისო ძალები, რომელთა მიზანიც წევრი-სახელმწიფოების დაცვა იქნება და არა მხოლოდ სწავლება”, -აღნიშნა სოლოხმა.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სტაბილურობის დაცვაზეც გააკეთა აქცენტი.

"ვარშავის სამიტის შემდეგ, პოლონეთში გაიზრდება ნატოს ჯარების რაოდენობა. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ პოლონეთზე თავდასხმა, არის თავდასხმა ალიანსზე. ჩვენ ასევე განვაგრძობთ სტაბილურობის დაცვას ნატოს საზღვრებს გარეთაც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპაში," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე